თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 ნოემბრის საღამოდან 14 ნოემბრის დილამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პოზიციებიდან ბასარქეჩეარის რაიონის დასახლებები იუხარი შორჯა, ზერკენდი, აზიზლი და ჯერმუქი პერიოდულად უმიზეზოდ იბომბებოდნენ ინტენსიურ რეჟიმში. 

მათივე ცნობით, აზერბაიჯანული არმიის პოზიციების მიმართულებით, შეტევა ხორციელდებოდა სნაიპერული შაშხანებიდან და ყუმბარებიდან. ამავდროულად, არალეგალური სომხური შეიარაღებული რაზმები, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუხტარკანდის დასახლებიდან, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, პერიოდულად უმიზეზოდ ახორციელებდნენ აზერბაიჯანული დანაყოფებს მასიურ დაბომბვას სხვადასხვა ტიპის იარაღიდან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფებმა შეტევის ჩასახშობათ შესაბამისი ზომები გაატარეს. დანაკარგისა და ზარალის ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვითარებას აზერბაიჯანელი სამხედროები სრულად აკონტროლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system