თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები აღდამის, ტერტერისა და აღჯაბანის რაიონებს ბომბავენ.

-10:45-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში სამხედრო საიდუმლოების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმართავს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი მომხმარებელი სამხედრო ტექნიკის, ფრონტის ხაზისა და სამხედრო პერსონალის ფოტოებსა და ვიდეოებს აზიარებს, რაც მტრისათვის სამხედრო საიდუმლოების გადაცემის ფაქტად შეიძლება იქცეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ მოქალაქეებს სიფხიზლის გამოჩენისაკენ მოუწოდა. 

-10:30-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 24-25 ოქტომბერს, აგდერეს, ხოჯავენდის, ფიზულის, გადრუთის, გუბადლისა და ლაჩინის რაიონებში საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა ინტესივობით მიმდინარეობდა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ჯარებს მცირე იარაღიდან, ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ესროლეს.

"აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ოპერაციული გეგმის შესაბამისად ძირითად რაიონებში ბრძოლა განაგრძეს და გააფართოვეს კონტროლირებადი ტერიტორიები.

აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ აგდერესა და ხოჯავენდის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაბომბვის შედეგად, მტერმა დიდი დანაკარგები განიცადა. სომხეთის არმიას საბრძოლო მასალები ამოეწურა, ხოლო არტილერია მწყობრიდან გამოვიდა.

გუბადლის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს.

ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის მოქმედებების შედეგად განადგურდა მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა, ასევე განადგურდა 2 ტანკი, 2 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 4 D-30 ჰაუბიცი, 1 ქვემეხი 2A36 "Hyacinth-B", 7 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ გრძელდება", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system