თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფრონტის ხაზზე აზერბაიჯანის არმიის უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, უსაფუძვლო და ყალბია, - განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

"პირიქით, დღეს ნაშუადღევს მოწინააღმდეგის კვადროკოპტერი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის რაიონში ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციების თავზე გადაფრენას ცდილობდა, განადგურდა", - განაცხადეს უწყებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ასევე უსაფუძვლო და ყალბია სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანის არმიამ ხოჯალის რაიონის ერთ-ერთ სოფელს ცეცხლი გაუხსნა.

”ჩვენი ჯარები ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს მთელი ფრონტის გასწვრივ იცავს”, - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

-10:17-

ცეცხლის შეწყვეტის ახალი ჰუმანიტარული რეჟიმის განცხადების მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან და ქვემეხებიდან ჩვენს დასახლებულ პუნქტებსა და აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებს ესვრის, რომლებიც ფრონტის მთელ სიგრძეზე, აგრეთვე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზეა განლაგებული, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დილიდან სომხურმა მხარემ სომხეთის ბერდის, ჩამბარაკისა და ვარდენისის ტერიტორიებიდან აზერბაიჯანის თოვუზის, ქედაბექისა და დაშქესანის რაიონების ტერიტორიები დაბომბა.

"ამასთან, მტერმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ნაწილების პოზიციებს, რომლებიც ტერტერის, აღდამის, ფიზულის, ლაჩინისა და გუბადლის მიმართულებითაა განლაგებული", - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ აზერბაიჯანის არმიის ნაწილები ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს სრულად იცავენ, რომელიც 26 ოქტომბერს 08:00-ზე შევიდა ძალაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system