თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, 03.00 საათიდან 09.00 საათამდე, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს

კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით მიწაზე დაუშვეს.

ამასთან, უწყების ცნობით, 23 ოქტომბრის ღამეს და დღეს დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერის, აღდამის და აღჯაბედის რაიონების ტერიტორია ინტენსიურად დაბომბეს.

"ჩვენი ჯარები, ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის დაცვით, მთელი ფრონტის გასწვრივ ოპერატიულ უპირატესობას ინარჩუნებენ", - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ასევე, უწყების ცნობით, სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღში დასახლებულ პუნქტებს - აღდერეს, ხოჯავენდის და გირმიზი ბაზარის ტერიტორიას ბომბავს, უსაფუძვლო და ყალბია.

”პირიქით, 23 ოქტომბრის ღამეს და დღეს დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერის, აღდამის და აღჯაბედის რაიონების ტერიტორიები ინტენსიურად დაბომბეს", - აღნიშნავენ სამინისტროში.

-09:33-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 22 ოქტომბრის დღისით და 23 ოქტომბრის ღამით, ფრონტის აღდერე-აღდამის, ფიზული-ჰადრუთ-ჯებრაილისა და გუბადლის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მცირე იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან და ქვემეხიდან აზერბაიჯანის არმიის თავდაცვით პოზიციებს ესროლა.

"აზერბაიჯანის არმიის მიერ ფრონტის ფიზულის, ჯებრაილისა და გუბადლის მიმართულებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს სერიოზული დარტყმა მიაყენეს, განადგურდა მტრის რამდენიმე საყრდენი პუნქტი, დაპყრობილია მნიშვნელოვანი ტერიტორიები და სიმაღლეები", - აღნიშნეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, მთელ ფრონტზე სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარ რესურსებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. სომხურ ქვედანაყოფებში სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალების, ასევე საკვების დეფიციტია.

"ცნობილი გახდა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის თავუშისა და სისიანის რაიონებიდან ჩამოყვანილმა სამხედროებმა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და თავიანთი პოზიციები დატოვეს.

ამჟამად ბრძოლები ფრონტის მთელ სიგრძეზე გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system