თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

21 ოქტომბერს, 12:55 - 13:30 საათზე, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ სამი ტაქტიკური უპილოტო საჰაერო აპარატი აღმოაჩინეს და გაანადგურეს, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ფრინტის ფიზულის, ერთი კი ტერტერის მიმართულებით.

-16:34-

აზერბაიჯანი ყარაბაღში მისი საჰაერო ძალების თვითმფრინავის განადგურების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. 

"სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს , აზერბაიჯანული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, არის სომხეთის სამხედრო პროპაგანდისტული მანქანის ყალბი და მორიგი გამოგონილი ამბავი", - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

-09:56-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დილიდან სომეხთა შეიარაღებული ძალები საარტილერიო დანადგარებიდან ქალაქ ტერტერსა და რაიონის ტერიტორიას ბომბავენ.

უწყების ცნობით, 20 ოქტომბრის დღისა და 21 ოქტომბრის ღამის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებები ფრონტის აღდერინის, ფიზული-ჯებრაილისა და გუბადლის მიმართულებით სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცირე ზომის იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან აზერბაიჯანის არმიის თავდაცვით პოზიციებს ესროდნენ.

"აზერბაიჯანის არმიის მიერ ფრონტის ჯებრაილისა და გუბადლის მიმართულებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების მე-18 მოტომსროლელი დივიზიის ქვედანაყოფები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ, რადგან პირად შემადგელობასა და სამხედრო ტექნიკაში დანაკარგები განიცადეს.

მე-5 სამთომსროლელი პოლკის თავდაცვით ხაზზე მოწინააღმდეგის პოზიციები, ასევე დიდი რაოდენობით შეიარაღება და საბრძოლო მასალები იქნა დაპყრობილი. განადგურდა პოლკის საარტილერიო სარდალი, საარტილერიო დივიზიონის მეთაური და მე -4 ბატალიონის მეთაური პერსონალთან ერთად.

მე-6 და მე-7 სამთომსროლელთა პოლკის თავდაცვით ნაწილებში, მოწინააღმდეგის ქვედანაყოფების პერსონალს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. მოკლულთა შორის არის პოლკის მეთაურის მოადგილე ვაჰან სარქსიანი.

ბრძოლების დროს, 3 საარტილერიო დანადგარი, რამდენიმე ნაღმტყორცნები და 3 სატვირთო მანქანა მწყობრიდან გამოიყვანეს.

ამჟამად, აზერბაიჯანის არმიის ჯარები აკონტროლებენ ოპერაციულ ვითარებას ფრონტის მთელ სიგრძეზე", - აღნიშნული განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system