თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

19 და 20 ოქტომბრის დღისა და ღამის განმავლობაში სომხური მხარე აღდერე-აღდამის, ფიზული-ჰადრუთ-ჯებრაილისა და გუბადლი-ზანგილანის მიმართულებით წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომხური მხარე აზერბაიჯანის თავდაცვით პოზიციებს ნაღმტყორცნებითა და არტილერიით ესროდა.

"ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის მოქმედებების შედეგად განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა სომხური მხარის ცოცხალი ძალა, ტანკი 2 T-72, 4 BM-21 “Grad”, 1 D-30 ჰაუბიცა და 5 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

ამჟამად, აზერბაიჯანის არმიის ჯარები აკონტროლებენ ოპერაციულ ვითარებას ფრონტის მთელ სიგრძეზე", - აღნიშნული განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მიერ საარტილერიო დარტყმების შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ზონაში 1-ლი მოტომსროლელი პოლკის ქვედანაყოფების პირად შემადგენლობაში ბევრი დაიღუპა და დაიჭრა. განეიტრალდა პოლკის მეთაურის მოადგილე ჰოვიკ მელქუმიანი, ოფიციალური პირი გორ მირზოიანი, აგრეთვე სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური კაპიტანი ვაჰაბ ასეტრიანი.

მსხვერპლი და დაჭრილები სომხეთის შეიარაღებული ძალების მე-2 და მე-5 მოტომსროლელ პოლკშიც არიან. მათ შორის ნორიკ აგაქელიანი.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ქვედანაყოფმა "ლეგიონი", რომელშიც დაქირავებული მებრძოლები შედიან და

მე-18 მოტომსროლელი დივიზიის თავდაცვით ზონაშია განლაგებული, ბრძოლებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მე-10 მოტომსროლელი დივიზიაშიც დანაკარგებია. დანაყოფმა, რომელმაც დაკარგა პერსონალის ორი მესამედი, იძულებული გახდა უკან დაეხია, დაეტოვებინა პოზიციები.

აზერბაიჯანული ჯარის ცეცხლის შედეგად განეიტრალდა ერთ-ერთი ქვედანაყოფის 30 პერსონალი, რომლებმაც კონტრშეტევა მოახდინეს ფიზულის რაიონის მიმართულებით.

სპეციალური ღონისძიებების შედეგად განეიტრალდა 246-ე პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი თათულ ღაზარიანი, პოლკის მეთაურის მოადგილე არმენ ოჰანიანი, ასევე მე -3 ბატალიონის მეთაური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system