თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

​აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

სომხეთი შამქირის რაიონში დასახლებულ პუნქტ საბირქენდსა და აღდამის რაიონის სოფელ ქუზანლის ესვრის. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, რაკეტებს ისვრიან ასევე ბარდის რაიონის დასახლებულ პუნქტს ამირლი და თოვუზის რაიონის დასახლებულ პუნქტ აღდამს.

-12-16-

ღამე მომხდარი ბრძოლების დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების მე-6 სამთომსროლელი პოლკის ჯარისკაცებს შორის, რომლებმაც უკან დაიხიეს, სროლა მოხდა, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"შიშმა და პანიკამ, რომელიც პირად შემადგენლობაში სუფევს, მორალურ-საბრძოლო დაცემა გამოიწვია და სომეხი სამხედრო მოსამსახურეების დემორალიზაცია მოახდინა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

-10-47-

სომხური მხარე აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებს, აღდამის რაიონის სოფლებს - ხინდირისყანს, ალიბეილის, აჰმადაღლის და საფარლის ესვრის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არის მსხვერპლი და დაჭრილები.

-09-15-

2 ოქტომბერს, ღამე და დილით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ მადეგიზის გარშემო სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავა და ეს პუნქტი აიღო, ჯაბრაილ-ფიზულის მიმართულებით განხორციელებული შეტევის შედეგად სომხეთის არმიამ უკან დაიხია. ასევე მუროვდაღის მიმართულებით არსებულ ვითარებას აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში განადგურდა: ჯავშანტექნიკისა და საავტომობილო ტექნიკის 5 ერთეული, სამხედრო ინფრასტრუქტურის 3 ობიექტი და ა.შ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system