თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

სომხური მხარის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის არმიამ მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალების კონცენტრირება მოახდინა და ჰადრუთში შესასვლელად ინტენსიურ ბრძოლებს აწარმოებს, აშკარა დეზინფორმაციაა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

”შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის არმიამ ჰადრუთი ოკუპაციისგან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.

გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის არმია მკაცრად იცავს ჰუმანიტარული დაზავების რეჟიმს და აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს არ აწარმოებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

-10:55-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები გერანბოის, აღდამისა და ტერტერის რაიონების სოფლებს ბომბავს.

-09:09-

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღდამის რაიონის სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრელებს.

ამასთან, უწყების პრესსამსახურის განცხადებით, 11-12 ოქტომბრის ღამეს სიტუაცია მთელი ფრონტის გასწვრივ სტაბილურად დაძაბული რჩებოდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აღდერე-აღდამისა და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე მცირე ჯგუფებად შეტევა და დაკარგული პოზიციების დასაბრუნება რამდენჯერმე სცადეს.

"ამასთან, არსებული ინფორმაციით, ცოცხალ ძალებს შორის მრავალრიცხოვან დანაკარგს შორისაა 246-ე პოლკის ბატალიონის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი არტურ გრიგორიანი", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system