თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

​ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარღვიეს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სამხედრო ძალების გადაჯგუფება მოახდინეს და ფრონტის ზოგიერთ მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე მცირე ჯგუფებით შეტევა სცადეს, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 12-13 ოქტომბრის ღამით მდგომარეობა ფრონტის ხაზზე აგდერა-აღდამისა და ფიზული-ჰადრუთის მიმართულებით დაძაბული რჩებოდა.

"აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ფრონტის რამდენიმე მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. აზერბაიჯანულმა მხარე გაანადგურა სომხური მხარის 3 ზალპური ცეცხლრეაქტიული სისტემა "БМ-21 გრადი", 1 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Тор-М2КМ", 1 საზენიტო თვითმავალი მოწყობილობა "23-4 შილკა", 2 "БМП-2", 3 ქვემეხი "2А36 გიაცნტ-B", 1 საზენიტო ქვემეხი "КС-19", 1 საზენიტო ჰაუბიცა-ქვემეხი "Д-20", 3 უპილოტო საფრენი აპარატი და რამდენიმე საავტომობილო ტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, საომარი მოქმედებების დროს სომხური მხარის სამთომსროლელთა მე-5 პოლკის პირადი შემადგენლობა, რომელთაც თავდაცვითი პოზიციები ეჭირათ, განადგურდა. მოტომსროლელთა პირველი პოლკის ცოცხალი ძალა გადასროლილი იქნა ჩასაფრებაში, მოძრავი საავტომობილო ტექნიკა კი განადგურებული იქნა.

ასევე, უწყების ინფორმაციით, "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის არმიის მე-4 მოტომსროლელი პოლკის საავტომობილო ტექნიკის კოლონა და მოხალისეთა ჯგუფი გაანადგურეს, რომლებიც სომხეთის დასახლებულ პუნქტ სისიანიდან აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიემართებოდნენ.

სომხური მხარის ნაწილებში ადგილი აქვს მასობრივი დეზერტირობის შემთხვევებს.

აზერბაიჯანული არმიის ნაწილები, რომლების იცავენ ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს, მთელ ფრონტზე ოპერატიულ უპირატესობას ინარჩუნებენ", - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სგანცხადებაში.

-09:50-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები გერანბოის, აღდამისა და ტერტერის რაიონების სოფლებს ბომბავს, რითიც არღვევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

უწყების ინფორმაციით, ასევე იბომბება აღჯაბედის რაიონიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system