თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა 17 ოქტომბერს, 11:11 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სუ-25-ის ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს, რომელიც ჯებრაილის რაიონის მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის   ქვედანაყოფების პოზიციებზე საჰაერო იერიშს ანხორციელებდა. 

10:30

სომხეთის შეიარაღებული ძალები ბარდას, აღდამის, ტერტერისა და აღჯაბედის რაიონების სოფლებს ბომბავს, რითიც არღვევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, 16 ოქტომბრის დღისა და 17 ოქტომბრის ღამის განმავლობაში ოპერაციული სიტუაცია ფრონტის აღდერა-აღდამისა და ფიზული-ჰადრუთი-ჯებრაილის რაიონებში დაძაბული რჩებოდა. აზერბაიჯანის არმიამ სხვადასხვა მიმართულებით წინ წაწევა შეძლო.

"აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად განადგურდა და და მწყობრიდან გამოვიდა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, 7 ტანკი T-72, 2 BM-21 "Grad", 8 D-30 და 1 D-20 ჰაუბიცა, 10 ერთეული სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალებით და 7 ერთეული სხვა მანქანა.

არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების მეხუთე სამთომსროლელი პოლკის 1-მა ბატალიონმა დატოვა თავისი პოზიციები და დიდი რაოდენობით დაღუპულებით და დაჭრილებით უკან დაიხია", - აღნიშნულია განცხადებაში,

უწყების ინფორმაციით, პოზიციები დატოვა 300-მდე რეზერვისტმაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system