თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის ახალ ჰუმანიტარულ რეჟიმს არღვევს და ქალაქ ტერტერსა და რაიონის სოფლებს საარტილერიო ცეცხლს უხსნის.

ამასთან, უწყება ხაზს უსვამს, რომ სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სომხეთის ტერიტორიას აზერბაიჯანი უპილოტო საფრენი აპარატებისა და სარაკეტო-საარტილერიო სისტემების გამოყენებით ბომბავს, არის ყალბი და პროვოკაციულ ხასიათის ატარებს.

”ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანი სრულად იცავს ცეცხლის შეწყვეტის ახალ ჰუმანიტარულ რეჟიმს.

პირიქით, 27 ოქტომბერს, 09:30 საათიდან დღემდე, სომხური მხარე ინტენსიურად ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლს უხსნის ჩვენს ტერიტორიებს, ზანგილანის რაიონის სოფელ აღბენდის მიმართულებით”, - აღნიშნულია განცხადღებაში.

-09:34-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 26 ოქტომბერს დღისით და 27 ოქტომბერს ღამით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, არ დაიცვეს ცეცხლის შეწყვეტის ახალი ახალი ჰუმანიტარული რეჟიმი, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით და ფრონტის ხაზის მახლობლად მდებარე დასახლებებს ცეცხლი გაუხსნეს

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ხოჯავენდის, ფიზულისა და გუბადლის მიმართულებით გაგრძელდა.

"ჩვენმა ჯარმა ხელი შეუშალა სომხების თავდასხმის მცდელობებს, მტერმა დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.

აზერბაიჯანის არმიის მოქმედებების შედეგად განადგურდა სომხეთის შეიარაღებული ძალების მე-18 მოტომსროლელი დივიზიის მოწინავე საკონტროლო პუნქტი. დაღუპულთა შორისაა განყოფილების შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი სერგეი შაქარიანი.

ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა დიდი რაოდენობით მტრის ცოცხალი ძალა, განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა 1 T-72 ტანკი, 4 D-30 და 3 D-20 ქვემეხი, 1 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Osa-AKM, 1 BM-21 Grad, 1 რადიოლოკაციის სადგური და 6 მანქანა.

ამჟამად, აზერბაიჯანის არმიის ჯარები აკონტროლებენ ოპერაციულ ვითარებას ფრონტის მთელ სიგრძეზე", - აღნიშნული განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system