თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთის მხრიდან ქალაქ ტერტერზე შეტევა ხორციელდება - VIDEO

​აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთის მხრიდან ქალაქ ტერტერზე
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთის მხრიდან ქალაქ ტერტერზე შეტევა ხორციელდება - VIDEO

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 28 სექტემბრის დილიდან სომხეთის მხრიდან ქალაქ ტერტერზე შეტევა ხორციელდება.

უწყებაში აცხადებენ, ეს სომხეთისთვის ბოლო გაფრთხილებაა, რომ აზერბაიჯანი შესაბამისი საპასუხო ზომების მიღებისთვის მზად არის.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ სოფელ თალიშთან რამდენიმე სიმაღლე სომხური შენაერთებისგან გაათავისუფლა. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანულმა არმიამ მტრის თავდაცვის ხაზი გაარღვია და 7 სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system