თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით სომხეთის სამხედრო მანქანებისა და ცოცხალი ძალის გადაადგილება შეინიშნებოდა.

"ცნობილი გახდა, რომ სომხეთის სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფი, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, ცდილობდა აზერბაიჯანის არმიის თავდაცვის ხაზს მიუახლოვებოდა.

აზერბაიჯანის არმიის პირველი შეტევით განადგურდა სომხეთის სამხედრო მანქანები, რის შედეგადაც სომხეთის სადაზვერვო და დივერსიულმა ჯგუფმა გაქცევა დაიწყო. ასევე, განადგურდა შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურეებით სავსე, მეორე ავტომობილიც", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

უწყება კადრებს ავრცელებს, რომელზეც ამ ტექნიკის განადგურებაა აღბეჭდილი.

-17:08-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ვიდეო გაავრცელა, რომელზეც, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის განადგურებაა ასახული.

"სომხეთის წინააღმდეგ ზუსტი დარტყმების შედეგად განადგურდა 3 ტანკი, 1 ერთეული "გრადის" ტიპის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, 1 სატვირთო საბრძოლო მასალა, 3 ჰაუბიც-იარაღი საბრძოლო პოზიციაზე და მისაბმელზე, აგრეთვე დიდი რაოდენობით სომხეთის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალა", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system