თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO - განახლებულია

აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ორი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩის" პოზიციები აღმოაჩინეს, რომლებითაც ქალაქ ბარდასა და ტერტერში მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაბომბეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყება კადრებს ავრცელებს, რომელზეც ამ სისტემების განადგურებაა აღბეჭდილი.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებზეც, უწყების ცნობით, ოკუპაციისგან გათავისუფლებული ჯებრაილის რაიონის სოფელი ხუდაფერინია აღბეჭდილი.

-15:02-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ვიდეო გაავრცელა, რომელზეც, უწყების ინფორმაციით, 29 ოქტომბრის ღამეს, აზერბაიჯანის არმიის ნაწილების მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო იარაღის ახალაშენებული საწყობის განადგურებაა ასახული, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს.

 

-10:35-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ვიდეო გაავრცელა, რომელზეც, უწყების ინფორმაციით, აღბეჭდილია სომხეთის შეიარაღებული ძალების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩით", რომლითაც ქალაქ ბარდაში მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system