თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, უწყების ინფორმაციით, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის განადგურებაა ასახული.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 20 ოქტომბრის საღამოს, განჯის მიმართულებით, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

დაახლოებით 19:30 საათზე, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავი ამჯერად გერანბოის რაიონის სოფელ ტაპღარაღოიუნლუს თავზე გაანადგურეს.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუბადლის მიმართულებით ბრძოლების დროს, აზერბაიჯანის არმიის საარტილერიო ნაწილებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გაანადგურეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system