თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმე
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა 18 ოქტომბრის ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. 

"18 ოქტომბერს, 00:05 საათიდან 04:00 საათამდე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამბარაკისა და ბერდსკის რაიონიდან ცეცხლი გახსნეს გადაბეისა ტოვუზის რაიონის მიმართულებით", - ვკითხულობთ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, გუშინ ღამით, აზერბაიჯანი და სომხეთი 18 ოქტომბრიდან ადგილობრივი დროით 00.00 საათზე დროებით ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის შესახება შეთანხმდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system