თავში

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერი დაბომბეს - PHOTO

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერი დაბომბეს
აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერი დაბომბეს - PHOTO

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 17 ოქტომბერს ტერტერის რაიონი დაბომბეს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები უხეშად არღვევდნენ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ერთი საარტილერიო ჭურვი ქალაქ ტერტერის საშუალო სკოლის წინ ჩამოვარდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი საკლასო ოთახი დაზიანდა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა 18 ოქტომბრის ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია.

ცნობისთვის, გუშინ ღამით, აზერბაიჯანი და სომხეთი 18 ოქტომბრიდან ადგილობრივი დროით 00.00 საათზე დროებით ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system