თავში

აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება, რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს - ჰაჯიევი

აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება, რეგიონში მშვიდობას შე
აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება, რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს - ჰაჯიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, ხელს შეუწყობდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას. 

ჰიქმეთ ჰაჯიევმა ამის შესახებ ილჰამ ალიევის ეგიდით ბაქოში მიმდინარე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფორუმი სამხრეთ კავკასიაში რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებს ეხებოდა.

"კონფლიქტი აღარ არის. აზერბაიჯანი მუშაობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, მათ შორის ზანგეზურის დერეფნის. აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ინიციატივით გამოვიდა. ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას. ამგვარი რამ გვხვდება საერთაშორისო პრაქტიკაში, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებას", - განაცხადა ჰაჯიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system