თავში

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბ
აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ გემზე მეკობრეების თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის აზერბაიჯანელი წევრის გარდაცვალების გამო ჯეიჰუნ ბაირამოვს სამძიმარი გამოუცხადა. 

მინისტრებმა სასტიკად დაგმეს მეკობრეების ქმედებები, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართალს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ გემის ეკიპაჟის ძებნისა და გადარჩენისათვის საჭირო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 

ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ გარდაცვლილი აზერბაიჯანელის ცხედარს სამშობლოში კოორდინირებულად და ოპერატიულად გადაასვენებენ.

ნიგერიის სანაპიროსთან, გვინეის ყურეში მეკობრეები თურქულ სატვირთო გემს თავს დაესხნენ და ეკიპაჟის ერთ-ერთი აზერბაიჯანელი წევრი მოკლეს, ხოლო 15 მძევლად აიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system