თავში

აზერბაიჯანმა 44 დღეში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია - ერდოღანი

აზერბაიჯანმა 44 დღეში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია - ერდოღანი
აზერბაიჯანმა 44 დღეში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია - ერდოღანი

მოძმე აზერბაიჯანმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით 44 დღეში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო კავშირით თურქ სამხედრო მოსამსახურეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომლებიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის თურქულ-რუსულ ერთობლივ ცენტრში, აღდამის რაიონში იმსახურებენ.

ერდოღანმა აზერბაიჯანის არმიას მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე რეგიონების სომხური ოკუპაციისგან განთავისუფლება კიდევ ერთხელ მიულოცა.

"თურქეთის მაცხოვრებლებს აზერბაიჯანის გამარჯვება არანაკლებ თვით აზერბაიჯანელებისა უხარია. ეს ჩვენი სიამაყის სათავეც არის!" - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქ სამხედროებს, რომლებიც აზერბაიჯანში 10 დეკემბრის გამარჯვების აღლუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ, იგივე სიხარულით შეხვდნენ, "როგორც 102 წლის წინ კავკასიის ისლამურ არმიას, რომელმაც აზერბაიჯანის მიწები სომხური დაშნაკებისა და ბოლშევიკებისგან გაწმინდა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system