თავში

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ქალაქ შუშაში გარდაცვლილთა ცხედრები გაცვალეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ქალაქ შუშაში გარდაცვლილთა ცხედრები გაცვალეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ქალაქ შუშაში გარდაცვლილთა ცხედრები გაცვალეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა, მთიანი ყარაბაღის რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების შუამავლობითა და მონაწილეობით, ქალაქ შუშაში ბრძოლის ველზე დაღუბულთა ცხედრები გაცვალეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთმა აზერბაიჯანს ექვსი გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა.

აღნიშნული მოქმედება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გაფორმებული შეთანხმების მე-8 პუნქტის შესაბამისად განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system