თავში

აზერბაიჯანმა განათლების სფეროში ICESCO-თან თანამშრომლობის საკითხები განიხილა - VIDEO

აზერბაიჯანმა განათლების სფეროში
აზერბაიჯანმა განათლების სფეროში ICESCO-თან თანამშრომლობის საკითხები განიხილა - VIDEO

აზერბაიჯანის განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი დელეგაციას შეხვდა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში მსოფლიო ისლამური ორგანიზაციის (ICESCO) გენერალური დირექტორი სალიმ ბინ მუჰამედ ალ-მალიქი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ AZERTAC ავრცელებს.

მხარეებმა განათლების სფეროში მიმდინარე საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 51 სტუდენტი, მათთვის განსაზღვრული სასწავლო გრანტის ფარგლებში, განათლებას აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ.

მინისტრმა ემინ ამრულაევმა ყარაბაღის კონფლიქტის გასულ წელს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო და 6 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მინისტრის თქმით,10 მოსწავლე დაიღუპა, 16 დაიჭრა და 54 სასწავლო დაწესებულების შენობა დაინგრა სომხური მხარის თავდასხმების შედეგად. დაზიანებული შენობების აღსადგენად შესაბამისი ზომებია მიღებული.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ICESCO-ს გენერალური დირექტორი სალიმ ბინ მუჰამედ ალ-მალიქი გათავისუფლებულ ტერიტორიებს მოინახულებს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system