თავში

აზერბაიჯანმა რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
აზერბაიჯანმა რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

რუსეთში აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთის საგარეო უწყებას, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ვიტალი მილონოვის მთიან ყარაბაღში ვიზიტის გამო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადების თანახმად, 2020 წლის 16 ოქტომბერს ვიტალი მილონოვი ე.წ. სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელს შეხვდა და მრავალი პროვოკაციული განცხადება გააკეთა, რომლებიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაძაბული ვითარების გამწვავებას ისახავდა მიზნად.

”რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ამგვარმა პროვოკაციულმა ქმედებებმა, როგორც აზერბაიჯანის საზოგადოების, ისე დიდი დიასპორის აღშფოთება გამოიწვია", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system