თავში

აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გადასცა

​აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გადასცა
აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გადასცა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, პარიზის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელის, ვალერი პეკრესის ხანკენდიში უკანონო ვიზიტის გამო, აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გადასცა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანში საფრანგეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.

"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვა ფრანგი პოლიტიკოსების თანხლებით განხორციელებული ეს ვიზიტი აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული და ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება", - აღნიშნეს უწყებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და საფრანგეთის როლის ავტორიტეტს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაში. საფრანგეთის მოქალაქეები, რომლებიც "აზერბაიჯანის ტერიტორიებს არალეგალურად ეწვივნენ“, იმ პირთა სიაში მოხვდნენ, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system