თავში

აზერბაიჯანმა საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა გაახანგრძლივა

​აზერბაიჯანმა საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა გაახანგრძლივა
აზერბაიჯანმა საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა გაახანგრძლივა

აზერბაიჯანში სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა 31 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ამჟამად ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებენ და სახელმწიფოების უმეტესობამ საზღვრებზე შეზღუდვები დააწესა და საერთაშორისო მიმოსვლა გააჩერა.

"COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია მსოფლიოში გაანალიზდა და სატვირთო და ჩარტერული რეისების გარდა, ქვეყნის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო გზით შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვების ვადა 2020 წლის 31 მაისამდე გახანგრძლივდა", - ნათქვამია შტაბის ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system