თავში

აზერბაიჯანმა სომხეთის მიერ უცხოელი ტერორისტების ჩართვასთან დაკავშირებით გაერო-ს მიმართა

​აზერბაიჯანმა სომხეთის მიერ უცხოელი ტერორისტების ჩართვასთან
აზერბაიჯანმა სომხეთის მიერ უცხოელი ტერორისტების ჩართვასთან დაკავშირებით გაერო-ს მიმართა

აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაერო-ში ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს ანგარიში წარუდგინა, რომელიც სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ყარაბაღში უცხოელი ტერორისტების ჩართვას ეხება.

გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი წერილი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - ერაყიდან, ლიბანიდან და სირიიდან აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორისტების განლაგების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

წერილში აღნიშნულია, რომ სომხეთმა ტერორისტული ორგანიზაციების RKK და ASALA–ს მითითებით, მათთვის იქ საწვრთნელი ბანაკები ააშენა.

წერილში, რომელიც დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, აღნიშნულია სომხეთის მიერ ყარაბაღში განსახლებულებისა და ტერორისტების რაოდენობა, დაქირავებული მებრძოლებისთვის გაცემული ხელფასი, მათი სახელები და სხვა ინფორმაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system