თავში

აზერბაიჯანმა სომხეთს 5 სამხედრო ტყვე გადასცა

აზერბაიჯანმა სომხეთს 5 სამხედრო ტყვე გადასცა
აზერბაიჯანმა სომხეთს 5 სამხედრო ტყვე გადასცა

აზერბაიჯანმა უნგრეთის შუამავლობით სომხეთს 29 დეკემბერს 5 სამხედრო ტყვე გადასცა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, პატიმრებისა და დაკარგულ პირთა სახელმწიფო კომისიის განცხადებით, გადაცემული პირები 16 ნოემბერს დაკავებული სამხედროები იყვნენ, რომლებიც აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების პროვოკაციის აღკვეთისას დააკავეს.

ტყვეების გადაცემას გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიურო გამოეხმაურა.

"მივესალმებით აზერბაიჯანის მიერ 29 დეკემბერს სომხეთისთვის სამხედრო მოსამსახურეების გადაცემას, რომლებიც 2021 წლის 16 ნოემბერს დააკავეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

2021 წლის 26 ნოემბერს, 4 და 19 დეკემბერს აზერბაიჯანმა სომხეთს 21 სამხედრო ტყვე გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system