თავში

აზერბაიჯანმა სომხეთს დაკავებული სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნა

აზერბაიჯანმა სომხეთს დაკავებული სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნა
აზერბაიჯანმა სომხეთს დაკავებული სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნა

გუშინ დაკავებული სომეხი ჯარისკაცი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეჭრის გამო დააკავეს, სომხურ მხარეს გადაეცა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"დამატებითი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე არტურ კარტანიანი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ლაჩინის მონაკვეთზე 8 ივნისს დავაკავეთ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პროვოკაციის ჩადენის მიზნით არ შემოსულა. ამის გათვალისწინებით, ის სომხურ მხარეს გადაეცა,“- განაცხადეს უწყებაში.

მათი მტკიცებით, ის ნაბიჯი, რომ აზერბაიჯანმა უზრუნველყო იმ პირის დაბრუნება, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული არ ჩაუდენია, აზერბაიჯანული მხარის ჰუმანური ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა.

შეგახსენებთ, 8 ივნისს, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად, ქალაქ ლაჩინში, სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფის წევრები შეიჭრნენ. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სომხური დივერსიული ჯგუფის წევრებმა არახელსაყრელი ამინდით ისარგებლეს და ახალი ნაღმების დაყენების მიზნით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდნენ. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს, სხვებმა კი უკან დაიხიეს და აზერბაიჯანის ტერიტორია დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system