თავში

აზერბაიჯანმა ვაჰან ჩახალიანზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანმა ვაჰან ჩახალიანზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
აზერბაიჯანმა ვაჰან ჩახალიანზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაჰან ჩახალიანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ჩახალიანს მთლიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განხორციელება ედება ბრალად. 

მანამდე, აზერბაიჯანის პროკურატურამ, საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, ვაჰან ჩახალიანის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით, მათ შორის აგრესიული ომის წარმოების, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის ბრალდებით აღიძრა.

ჩატარებული გამოძიების დროს ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის ბოლოს ვაჰან ჩახალიანმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო, ამის გამო, 2020 წლის დასაწყისში, საქართველომ მას მოქალაქეობა გაუუქმა. ჩახალიანმა მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართა, თუმცა, 2020 წლის ივნისში მისი საჩივარი განიხილეს და არ დააკმაყოფილეს.

აზერბაიჯანისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ვაჰან ჩახალიანის მკვლელობის შესახებ 2020 წლის 25 ოქტომბერს, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურებულა.

ამ დროისთვის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი ვაჰან ჩახალიანის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობს.

ჩახალიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომხეთთან შეერთებას უჭერდა მხარს. იგი პირველად 2008 წელს, ჯავახეთში მასობრივი არეულობისა და იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაიჭირეს, თუმცა 2013 წელს ის ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system