თავში

აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკის მცირე ნაწილი გადაეცა - ფაშინიანი

აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკის მცირე ნაწილი გადაეცა
აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკის მცირე ნაწილი გადაეცა - ფაშინიანი

სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკის მნიშვნელოვანი, მაგრამ მცირე ნაწილი გადასცა. ამის შესახებ შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა  განაცხადა.

"გუშინ სომხური საზოგადოება აღაფრთოვანა ჩვენი 15 ძმის სამშობლოში დაბრუნებამ, ხოლო ოპოზიციას ამ საკითხზე გლოვა ჰქონდა გამოცხადებული. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ იმედი ჰქონდათ ტყვეები არ დაბრუნდებოდნენ. გუშინვე განვაცხადე, რომ აზერბაიჯანს გადაეცა დანაღმული ტერიტორიების რუკის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ კიდევ მცირე ნაწილი", - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანს სომხეთმა გადასცა აღდამის რაიონის "ნაღმების რუკა".

აზერბაიჯანულმა მხარემ კი, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system