თავში

აზერბაიჯანს სომხეთის სოფელთან მიერთებული ტერიტორია დაუბრუნდა

​აზერბაიჯანს სომხეთის სოფელთან მიერთებული ტერიტორია დაუბრუნდა
აზერბაიჯანს სომხეთის სოფელთან მიერთებული ტერიტორია დაუბრუნდა

აზერბაიჯანს გადაეცა ტერიტორია 12 სახლით, რომლის ნაწილი გუბადლის რაიონს ეკუთვნის და სომხეთის სიუნიკის ოლქის სოფელ შურნუხთან უკანონოდ იყო მიერთებული, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ სოფლის საკუთარ მონაკვეთზე შესასვლელში პოსტი უკვე განათავსა.

"1990 წლის შემდეგ სომხეთის ხელისუფლებამ დაიპყრო აზერბაიჯანის სასაზღვრო სოფლები და ამ ტერიტორიებზე უკანონოდ დაასახლეს სომხები. 44-დღიანი ბრძოლის შედეგად გაკეთებული განცხადების თანახმად, სომხეთი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებს. სომხების გაყვანა სოფელ შურნუხუს ნაწილიდან, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოდის, განცხადების პირობებს ასევე აკმაყოფილებს", - წერს აზერბაიჯანული მედია.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო რეგიონებიდან სომხების გაყვანას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: "ჩვენ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისკენ ვიხევთ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system