თავში

აზერბაიჯანში 1 თებერვლიდან კვების ობიექტები მომხმარებლებს ადგილზე მიიღებს

​აზერბაიჯანში 1 თებერვლიდან კვების ობიექტები მომხმარებლებს ადგილზე
აზერბაიჯანში 1 თებერვლიდან კვების ობიექტები მომხმარებლებს ადგილზე მიიღებს

1 თებერვლის შემდეგ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა ადგილზე და შაბათ-კვირასაც შეეძლება. ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის უფროსმა, იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა.

რაც შეეხება უქმე დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, მისი თქმით, დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ უახლოეს მომავალში გაჟღერდება.

"ამ შაბათ-კვირას საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები იმუშავებს. 1 თებერვლიდან კაფეებსა და რესტორნებში ადგილზე მოემსახურებიან", - განაცხადა მან.

იბრაჰიმ მამედოვის თქმით, აზერბაიჯანში ვაქცინაცია 50 ათასამდე ადამიანმა გაიარა. უმეტესობა ჯანდაცვის სფეროს მუშაკია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system