თავში

აზერბაიჯანში 17 თებერვლიდან 50 წელს გადაცილებულების ვაქცინაცია იწყება

​აზერბაიჯანში 17 თებერვლიდან 50 წელს გადაცილებულების ვაქცინაცია იწყება
აზერბაიჯანში 17 თებერვლიდან 50 წელს გადაცილებულების ვაქცინაცია იწყება

აზერბაიჯანში ვაქცინაციის ეტაპი გრძელდება. 17 თებერვლიდან აცრებს 50 წელს გადაცილებული პირები მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვაქცინაციის მსურველები ვებგვერდ https://randevu.its.gov.az/-ზე ელექტრონულ რიგში უნდა ჩადგნენ. ამისთვის მოქალაქემ პირადობის მოწმობის მონაცემები და FİN კოდი უნდა შეიყვანოს, შემდეგ კი შემოთავაზებული სიიდან ვაქცინაციის პუნქტი აირჩიოს. რეგისტრაციის შემდეგ პირი მობილურზე ვაქცინაციის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.

პირველი დოზიდან 28 დღეში პირი მეორე დოზას მიიღებს. ამისთვის ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის. პირველი მიმართვის დროს პირი მეორე დოზის თარიღსა და დროსაც მიიღებს. სამედიცინო პუნქტში მისვლისას კი მან პირადობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს.

ამასთან, პირებმა, ვისაც ელექტრონული რეგისტრაციის გავლა არ შეუძლიათ, საცხოვრებელი სახლის მიხედვით პოლიკლინიკაში უნდა დარეკონ და რეგისტრატორს საკუთარი მონაცემები ჩააწერინონ. სწორედ ის დაეხმარება მას ონლაინ რიგის დაკავებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system