თავში

აზერბაიჯანში აცრილ მოქალაქეებს შესაბამის "პასპორტებს" მისცემენ

​აზერბაიჯანში აცრილ მოქალაქეებს შესაბამის "პასპორტებს" მისცემენ
აზერბაიჯანში აცრილ მოქალაქეებს შესაბამის პასპორტებს მისცემენ

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა იქმნება. აცრილი პაციენტებს აღრიცხავენ და მათ შესაბამის სერთიფიკატებს - ეგრეთ წოდებულ "მწვანე პასპორტებს" გადასცემენ. ვაქცინაციის წესები და პირობები "აზერბაიჯანის რესპუბლიკის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 2021-2022 წლის სტრატეგიაშია" ასახული.

მონიტორინგის სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამოვლენას და მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღებას.

პროცესისა და შედეგების ინდიკატორების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს სამედიცინო მაჩვენებლების, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისად.

მონიტორინგის რეგულარული პროცედურები და შეფასებები:

. მოქალაქეების მიხედვით

. პუნქტებისა და რეგიონების მიხედვით

. მომსახურების ხარისხის მიხედვით

კონტროლი შესრულებაზე და პრობლემის დროული დროულად აღმოფხვრა:

. სამედიცინო პერსონალისთვის

. ვაქცინებთან დაკავშირებით

. პასუხისმგებელ სტრუქტურებთან დაკავშირებით

მონიტორინგის მხარდამჭერი საქმიანობა და შეფასებები:

. "ცივი ჯაჭვის" მიხედვით

. მონაცემთა ბაზისა და ანალიზის მიხედვით

. განათლების მიხედვით

აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system