აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 787-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 583 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 37 392 პაციენტი, ხოლო 1 812 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 087 578 ტესტი ჩატარდა.