
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 42 104-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 609 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 39 404 პაციენტი, ხოლო 2 091 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 180 271 მილიონი ტესტი ჩატარდა.