თავში

აზერბაიჯანში COVID-19-ის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში COVID-19-ის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 023-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 586 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 37 655 პაციენტი, ხოლო 1 782 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1,1 მილიონამდე ტესტი ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system