აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 229 584-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 3 105 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 221 717 პაციენტი, ხოლო 4 762 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 380 074 ტესტი ჩატარდა.