აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 377 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 329 371-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 768 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 313 778 პაციენტი, ხოლო, 10 825 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 375 679 ტესტი ჩატარდა.