აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4,273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 183,259-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 2,007 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 119,005 პაციენტი, ხოლო 62,247 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1,980,579 ტესტი ჩატარდა.