აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 335 568-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 963 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 329 710 პაციენტი, ხოლო 859 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 690 224 ტესტი ჩატარდა.