აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 750 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 341 933-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 5 014 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 332 393 პაციენტი, ხოლო 4 526 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 4 003 650 ტესტი ჩატარდა.