
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 49 013-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 664 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 41 051 პაციენტი, ხოლო 7 298 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 281 497 ტესტი ჩატარდა.