
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 336 318-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 977 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 330 380 პაციენტი, ხოლო 961 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 778 410 ტესტი ჩატარდა.
ანტონ თათვიძე
ავტორი