
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1436-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.
COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 19 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 791 პაციენტი.
626 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს. 16-ის მდგომარეობა მძიმეა, 23-ის - საშუალო სიმძიმის.