
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2 519-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.
COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 32 ადამიანი. დაავადებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა გასული 24 საათის განმავლობაში.
გამოჯანმრთელდა 1 650 პაციენტი.
837 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს. 33-ის მდგომარეობა მძიმეა.