აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 20 837-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 258 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 12 182 პაციენტი. ხოლო 8 397 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 522 773 ტესტი ჩატარდა.