აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 35 426-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 519 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 33 104 პაციენტი, ხოლო 1 803 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 878 667 ტესტი ჩატარდა.