
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38 037-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 557 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 35 440 პაციენტი, ხოლო 2 040 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 995 376 ტესტი ჩატარდა.