თავში

აზერბაიჯანში COVID-19-ზე 65 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა

აზერბაიჯანში COVID-19-ზე 65 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა
აზერბაიჯანში COVID-19-ზე 65 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა

აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე 65 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინაციის კამპანია მიმდინარე წლის 18 იანვრიდან დაიწყო.

8 თებერვლიდან კორონავირუსზე ვაქცინაცია 65 წელს გადაცილებულ პირებსაც ჩაუტარდებათ. 

პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანმა ვაქცინის 848 ათასი დოზა შეიძინა, ხოლო დღეს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ დამატებით ვაქცინის კიდევ 648 ათასი დოზა შეისყიდა. 

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, კორონავირუსი 230 907 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 224 760 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 153 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system